“ვარსკვლავთა ტურნირი - 2025”

“ვარსკვლავთა ტურნირი - 2025”

22 დეკემბერს, ქ. თბილისში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით “ვარსკვლვთა ტურნირი - 2025” 8,10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის სწრაფ ჭადრაკში გაიმართება.

ტურნირები და ღონისძიებები:

  •  8 წლამდე ჭაბუკთა შორის - 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული;
  • 8 წლამდე გოგონათა შორის - 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული;
  • 10 წლამდე ჭაბუკთა შორის - 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული;
  • 10 წლამდე გოგონათა შორის - 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული;
  • 12 წლამდე ჭაბუკთა შორის - 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული;
  • 12 წლამდე გოგონათა შორის - 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული;
  • შოუ მატჩი

სათამაშო წესები:

დროის კონტროლი: 10 წუთი პარტიის ბოლომდე, 5 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, 4 მონაწილეს შორის წრიული სისტემით - 2 წრედ 6 ტურად.

ასაკობრივ ტურნირებში დაითვლება ფიდეს რეიტინგი სწრაფ ჭადრაკში. 

შოუ მატჩი - 2 პარტია, 5 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

ტურნირებში მონაწილეობა და რეგისტრაცია:

ასაკობრივ ტურნირებში დაიშვებიან  მხოლოდ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები;

ასაკობრივ ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ: სტანდარტულ ჭადრაკში 2025 წლის შესაბამისი ასაკის საქართველოს ჩემპიონატებზე I - IV ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს.

შოუ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზატორის მიერ მოწვეული სახელოვანი ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი და 2025 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი 12 წლამდე გოგონათა შორის თეა რუსიტაშვილი.

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა -  https://forms.gle/ttCBSngEpg3eLxxw8

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 დეკემბერი 18:00 საათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com მობ:  558 11 86 83

ტურნირის განრიგი:

დაჯილდოება:

საპრიზო ფონდი - 12000 ლარი:  ასაკობრივ ტურნირებში - 7500 ლარი

შოუ მატჩში გამარჯვებული მოჭადრაკეს გადაეცემა 2500 ლარი, ხოლო დამარცხებულს კი 2000.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა

ტურნირის მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი - ხვიჩა ბახტაძე

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები