This content is available in its original language. KA
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5-15 თებერვალს, ქ. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ქალთა 80-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა იმართება.
ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით 10 მონაწილეს შორის, სადაც ითვლება ფიდე-ს რეიტინგი. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
შედეგები 3 ტურის შემდეგ:

აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ლიგაში აჭარიდან 3 სპორტსმენი მონაწილეობს: ნინო ბაციაშვილი, მარიამ ცეცხლაძე და ლულუ დიასამიძე.
IV ტურში ერთმანეთს შეეჯიბრებიან:
- ლულუ დიასამიძე - ლელა ჯავახიშვილი
- თამარ ესაძე - ნია დონღვანი
- ელენე წოწონავა - მარიამ ცეცხლაძე
- ნინო ბაციაშვილი - მერი არაბიძე
- ბელა ხოტენაშვილი - ანასტასია კირთაძე


