This content is available in its original language. KA
5 - 7 დეკემბერს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში - ”ნინო გურიელი თასი-2023” გაიმართება.
ტურნირები:
- ღია ტურნირი;
- ქალთა ტურნირი;
- შოუ მატჩი.
სათამაშო წესები:
- დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
- ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 13 ტურად.
- დაითვლება ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში.
ტურნირში მონაწილეობა და რეგისტრაცია:
- ღია და ქალთა ტურნირში დაიშვება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი;
- შოუ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზატორის მიერ მოწვეული სახელოვანი ქართველი მოჭადრაკეები.
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა - https://forms.gle/zi5CLwTqKzmDqQgD7
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 4 დეკემბერი 18:00 საათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
თითოეული მონაწილის საწევრო შესატანია 30 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს "საქართველოს ბანკი" საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22
ტურნირების განრიგი:
| ტური | რიცხვი | დრო |
| ჩამოსვლის დღე | 5 დეკემბერი | |
| გახსნა / მისალმება | 6 დეკემბერი | 14:45 |
| I - VII ტური | 6 დეკემბერი | 15:00 |
| VIII - XIII ტური | 7 დეკემბერი | 15:00 |
| დახურვა | 7 დეკემბერი | 17:30 |
გამარჯვებულების დაჯილდოება:
ღია და ქალთა ტურნირებში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ნინო გურიელის სახელობის თასით, მედლით, დიპლომით და ფულადი პრიზით;
II - III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომით და ფულადი პრიზით;
საპრიზო ფონდი:
ღია და ქალთა ტურნირების ფულადი პრიზი - 6000 ლარი:
| ტურნირი | 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| ღია ტურნირი | 1200 | 800 | 500 | 300 | 200 |
| ქალთა ტურნირი | 1200 | 800 | 500 | 300 | 200 |
შოუ მატჩის ფულადი პრიზი - 2500 ლარი:
I ადგილი - 1500 ლარი, II ადგილი - 1000 ლარი.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა
ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი


