This content is available in its original language. KA
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი 9,11,13 და 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის – ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი იმართება.
სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
- ფედეს რეიტინგი დაითვლება 11,13 და 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში.
დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ღონისძიებაში ჯამში 254 მოჭადრაკე მონაწილეობს, აქედან 16 აჭარის წარმომადგენელია:
- გიორგი გოგიაშვილი - 15 წლამდე ჭაბუკთა შორის
- გიორგი ჭანტურია - 15 წლამდე ჭაბუკთა შორის
- შოთა ცეცხლაძე - 15 წლამდე ჭაბუკთა შორის
- მარიამ ცეცხლაძე - 15 წლამდე გოგონათა შორის
- ლულუ დიასამიძე - 15 წლამდე გოგონათა შორის
- მარიამ კალანდაძე - 15 წლამდე გოგონათა შორის
- შოთა დოლიძე - 13 წლამდე ჭაბუკთა შორის
- სანდრო გოგუაძე - 13 წლამდე ჭაბუკთა შორის
- ანეტა ქედელიძე - 13 წლამდე გოგონათა შორის
- რატი დიასამიძე - 11 წლამდე ჭაბუკთა შორის
- დემეტრე მახარაძე - 11 წლამდე ჭაბუკთა შორის
- ნინო ნაკაშიძე - 11 წლამდე გოგონათა შორის
- მერაბ ბალაძე - 9 წლამდე ჭაბუკთა შორის
- საბა სარჯველაძე - 9 წლამდე ჭაბუკთა შორის
- თევდორე ცინცაძე - 9 წლამდე ჭაბუკთა შორის
- მარიამ გოგუაძე - 9 წლამდე გოგონათა შორის
ჩემპიონატის პირველი ტური დაიწყება 23 თებერვალს. 9,13 წლამდე - 11:00 სთ-ზე; 11,15 წლამდე -16:00 სთ-ზე.



