სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 9,11,13 და 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 9,11,13 და 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი 9,11,13 და 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის – ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი იმართება.

სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
  • ფედეს რეიტინგი დაითვლება 11,13 და 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში.

დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ღონისძიებაში ჯამში 254 მოჭადრაკე მონაწილეობს, აქედან 16 აჭარის წარმომადგენელია:

  1. გიორგი გოგიაშვილი - 15 წლამდე ჭაბუკთა შორის
  2. გიორგი ჭანტურია - 15 წლამდე ჭაბუკთა შორის
  3. შოთა ცეცხლაძე - 15 წლამდე ჭაბუკთა შორის
  4. მარიამ ცეცხლაძე - 15 წლამდე გოგონათა შორის
  5. ლულუ დიასამიძე - 15 წლამდე გოგონათა შორის
  6. მარიამ კალანდაძე - 15 წლამდე გოგონათა შორის
  7. შოთა დოლიძე - 13 წლამდე ჭაბუკთა შორის
  8. სანდრო გოგუაძე - 13 წლამდე ჭაბუკთა შორის
  9. ანეტა ქედელიძე - 13 წლამდე გოგონათა შორის
  10. რატი დიასამიძე - 11 წლამდე ჭაბუკთა შორის
  11. დემეტრე მახარაძე - 11 წლამდე ჭაბუკთა შორის
  12. ნინო ნაკაშიძე - 11 წლამდე გოგონათა შორის
  13. მერაბ ბალაძე - 9 წლამდე ჭაბუკთა შორის
  14. საბა სარჯველაძე - 9 წლამდე ჭაბუკთა შორის
  15. თევდორე ცინცაძე - 9 წლამდე ჭაბუკთა შორის
  16. მარიამ გოგუაძე - 9 წლამდე გოგონათა შორის

ჩემპიონატის პირველი ტური დაიწყება 23 თებერვალს. 9,13 წლამდე - 11:00 სთ-ზე; 11,15 წლამდე -16:00 სთ-ზე.

← პუბლიკაციებზე დაბრუნება

მსგავსი პუბლიკაციები