This content is available in its original language. KA
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი “ქუთაისი”-ს ორგანიზებით, 2-6 ნოემბერს, ქუთაისი საქართველოს პირველობას 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის მასპინძლობდა.
ღონისძიება შვეიცარული სისიტემით 7 ტურად გაიმართა, დროის კონტროლი: 40 წუთი, 10 წამის დამატებით.
ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 80-მდე მოჭადრაკე. აჭარიდან ასპარეზობდა 2 ნორჩი სპორტსმენი:
- ევდოკიმოვ იური, მწვრთნელი - ალექსანდრე ევდოკიმოვი (7-დან 5 ქულა) - V ადგილი;
- შერვაშიძე-კაპანაძე ეკატერინე, მწვრთნელი - თენგიზ დიდმანიძე (7-დან 4 ქულა) - XI ადგილი.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, დიპლომებითა და მედლებით.
ჩემპიონებმა, მარიამ მიქაძემ და ალექსანდრე ცხოვრებაძემ შვიდიდან შვიდივე პარტია მოიგეს!
საპრიზო სამეულები:
7 წლამდე ჭაბუკები:
- I ადგილი - ალექსანდრე ცხოვრებაძე (ქუთაისი; მწვრთნელი - დავით მაღალაშვილი) – 7 ქულა;
- II ადგილი - ცოტნე ნანავა (ზუგდიდი; მწვრთნელი - გიორგი სართანია) – 6 ქულა;
- III ადგილი - ცოტნე მურჯიკნელი (ახალციხე; მწვრთნელი - დავით სამსონიძე) – 5,5 ქულა.
7 წლამდე გოგონები:
- I ადგილი - მარიამი მიქაძე (ქუთაისი; მწვრთნელი - გიორგი მენაბდე) – 7 ქულა;
- II ადგილი - ანასტასია გვასალია (თბილისი; მწვრთნელი - გიორგი მაჭარაშვილი) – 6 ქულა;
- III ადგილი - ნატალი მაღლაკელიძე (ქუთაისი; მწვრთნელი - ხათუნა გუბელაძე) – 5 ქულა;


