საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის

საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის

This content is available in its original language. KA

საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და აჭარის პარალიმპიური სპორტული ფედერაციის ორგანიზებით, 14-18 ივნისს, ბათუმში გაიმართება საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის.

ფინანსური მხარდამჭერი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი.

ჩატარების ვადები და ადგილი:

14.06 - 18.06. 2025 წ. სასტუმრო "იბის სტაილს ბათუმი". მის: ლეხ. და მარია კაჩინსკების ქუჩა 5ბ.

სათამაშო წესები:

  • დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
  • ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად.
  • დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

მონაწილენი და რეგისტრაცია:

ჩემპიონატში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები, რომელთაც აქვთ შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი და შევსებული აქვთ ფედერაციაში გაწევრიანების სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/ZGdjH68jACZ7R5v28.

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უწდა შეავსონ ოწლაინ სარეგისტრაციო ფორმა -
https://forms.gle/s6VpPawiGDoqaEEKA

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 12 ივნისის 18:00 საათი.

საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@acf.ge მობ: 599 069497, 558 41 09 04

ტურნირის განრიგი:

დაჯილდოება:

  • 1 ადგილზე გასული ვაჟები და ქალები დაჯილდოვდებიან თასით, მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრით.
  • 2-3 ადგილზე გასული ვაჟები და ქალები დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომით და
    ფასიანი საჩუქრით.
  • ტურნირის ყველა მონაწილეს ასევე გადაეცემა სამახსოვრო საჩუქრები.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი - სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი - ალექსი ტერ-კარაპეტიანი

← Back to publications

More from this category